გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ორი დღის წინ გარდაცვლილი მარნეულელი ქალის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

6-04-2020

"ქვემო ბოლნისის კლასტერიდან რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის მეუღლეს, 87 წლის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა და გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში",-ამის შესახებ ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაფიქისრდა მეორე ახალი შემთხვევაც.

"აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ კირაჩმუღანლოდან, ერთ ქალბატონს ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი. ცნობილია, რომ მან საზღვარი 13 მარტს გადმოკვეთა",- აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ქალბატონთან კონტაქტში მყოფი 25 პირი უკვე იმყოფება იზოლაციაში და მიმდინარეობს სხვა კონტაქტების ძიება.

ცნობისთვის, ქვემო ქართლის მხარეში კორონავირუსის 21 შემთხვევა იყო დადასტურებული, დღეს კი მათი რიცხვი 23-მდე გაიზარდა.

pia