ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
საქაშეთის დასახლებაში 31 ოჯახს გაზის მრიცხველებს ქურთას მუნიციპალიტეტი შეუძენს

13-02-2018

საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახებისთვის ბუნებრივი აირის მრიცხველებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქურთას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზვიად მინდიაშვილმა გუშინ, 12 თებერვალს, მიიღო.

მისი განმარტებით, გამრიცხველიანება 31 ოჯახს შეეხება და თანხას ,,სოკარ ჯორჯია გაზს" გადაუხდიან. 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად 14 ათასი ლარი გამოყო.

,,2018 წლამდე საქაშეთის დევნილთა დახასლება არ იყო გაზიფიცირებული. 2017 წლის ბოლოსთვის მოხდა საშუალო წნევით გაზიფიცირება. ვინაიდან აღნიშნულ დევნილთა დახლებაში უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი დევნილები ცხოვრობენ , გამგეობამ გაითვალისწინა მათი ყოფითი პირობები და მოთხოვნა, გადაწყვიტა მოახდინოს ზ/ა დევნილთა დასახლებაში ბუნებრივი აირის გამრიცხველიანების დაფინანსება." - აღნიშნავს ზვიად მინდიაშვილი გადაწყვეტილებაში.

ბრძანების მიხედვით, ქურთას მუნიციპალიტეტი მხოლოდ იმ ოჯახების გამრიცხველიანებას დააფინანსებს, რომელიც დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები არიან. საქაშეთის დევნილთა დასახლება მცირეკომლიანია, თუმცა იქ 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. რაც შეეხება პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობის დევნილებს, ამის შესახებ, შესაბამისი მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებები უცნობია.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან, ასევე, ფრონეს ხეობიდან ეთნიკურმა ქართველებმა საცხოვრებელი სახლები მიატოვეს. ისინი სხვადასხვა ჩასახლებებში დაასახლეს.

საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"