7-04-2020
საჩხერის სამედიციონო ცენტრში არსებულ მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია გაეცნო. მისი თქმით, ინფექცის კონტროლის კუთხით, კლინიკაში ყველაფერი წესრიგშია.
გაბუნიას განცხადებით, მას შემდეგ რაც კლინიკაში ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოკვლევა მთელ მედპერსონალზე ჩატარდა, პასუხი კი უარყოფითი იყო.
"გარკვეული მღელვარება გამოიწვია იმან რომ ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურა კოვიდის დიაგნოზი. რა თქმა უნდა აქ ჩატრადა სრული კვლევა და შესწავლილია ყველა სხვა პერსონალი. ყველა პასუხი უარყოფითი იყო რაც ადასტურებს იმას რომ ინფექცის კონტროლის კუთხით, კლინიკაში ყველაფერი წესრიგშია, შევხვდით სამედიცინო პერსონალს რათა კიდევ ერთხელ გავიარეთ ის საკიტხები რაც მნიშვნელოვანია ინფექციის მართვის კუთხით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 188 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარება 21 აპრილამდეა გამოცხადებული, ამასთან მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი.