გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე: ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით

7-04-2020

„მაშინ როცა მთელი მსოფლიო ებრძვის ინფექციას და მაშინ როცა ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აბსოლიტურად ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით.

მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია წახალისების და პრემირების შემთხვევები, მიუხედავად იმისა იქნება ეს არჩეული თუ დანიშვნითი თანამდებობის პირები“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის ეთერში.

თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა. თუმცა დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.