გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

13-02-2018

ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის ვიცე-მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 335 222 ლარით ფინანსდება. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია წითელი და მწვანე დარბაზები. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გადიდება, სველი წერტილების მოწყობა და ბავშვებისთვის სამეცადინო ოთახების დამატება. სულ 6 ოთახი. ასევე განხორციელდება შენობის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს.მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.