გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ილია მეორე: ყველაფერი გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს

7-04-2020

"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადსხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი. ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს",- ასე მიმართა მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

მან მრევლს, ქართველ ემიგრანტებსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ადამიანებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მოყვასის სიყვარულისკენ მოუწოდა.

"გილოცავთ ხარებობას. ამ ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის და ღვთის ლოცვა-კურთხევით არის. ვისაც გააჩნია სიყვარული, მას გააჩნია სიხარული",- აღნიშნა უწმინდესმა.


pia