გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მინიმალური დანაკარგით გამოვა ამ მდგომარეობიდან

7-04-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში იქნება.

მისი ვარაუდით, პიკის დროს ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეში 100-ს არ აღემატება. ჯამური რაოდენობა 1000-დან 2000-ის ფარგლებში იქნება. პიკი 2-3 კვირის მანძილზე შენარჩუნდება, თუმცა ის იქნება მდორე. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ ეპიდემიის გავრცელება შემცირებას დაიწყებს.

"საქართველოში დაფიქსირდა და ხმამაღლა გაცხადდა, რომ დაფიქსირდა მეოთხეული გადაცემის, ანუ ინფექციის შიდა გავრცელების ეტაპი. ამის საწყისად ითვლება მარნეულის შემთხვევა.

შიდა გავრცელება დაიწყო თუ არა, მაშინვე მიღებული იქნა მყისიერი ზომები - მარნეულის და ბოლნისის სრული იზოლირება მოხდა. მთელი მოსახლეობა იქნა პრაქტიკულად გამოკვლეული. შემდეგ ეს ღონისძიებები უფრო რბილად, მაგრამ განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, შემდეგ მთელ ქვეყანაში.

იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიის შიდა გავრცელება დაიწყო, ამას მოჰყვა ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა - ასეულები, ათასეულები, ათეულ ათასეულები. მაგრამ ჩვენთან ჯერ დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ჩემი პროგნოზით ამ სიტუაციას ბოლომდე ვერ შევინარჩუნებთ. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება იყოს სამი ათეული, ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას დიდი დარწმუნებით ვამბობ.

საქართველოში, ჩემი ვარაუდით შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს, ან იქნება 1000-სა და 2000-ს შორის, მაშინ, როცა ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში ეს არის 20- 30 ათასზე მეტი. ზოგან 100 - 200 ათასზე მეტი. ჩემი პროგნოზით პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, თუმცა ეს არ ეფუძნება მტკიცებულებებს. ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან, 21-ე საუკუნის და შესაძლოა მე-20 საუკუნის უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

pia