გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

7-04-2020

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულია გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად, რისკების და, ამავე დროს, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით. აგრარული ბაზრები, დიდწილად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მატარებელია. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ, ძირითადად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შეიზღუდება, თუმცა, იქნება გამონაკლისები.

გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილზე, სპეციალური სამუშაო ჯგუფები, შტაბები, რომლებიც რეგიონებშია შექმნილი და გუბერნატორებთან კოორდინაციაშია.

აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის აგრარული ბაზრების ფუნქციონირების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებითაც. ბაზრებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

იმ შემთვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დაიცავენ სტანდარტებს, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავდა, მაშინ ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას, ძირითადად, საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტით.
სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წარედგინება აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვას აგრარულ ბაზრებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის არსებობს შეზღუდვები, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებთან.

ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი ქვეყანაში მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.