გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა იხსნება

13-02-2018

ხვალ, 14 თებერვალს დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. გახსნამდე დასრულებული სამუშაოები აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბპატარაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან ერთად მოინახულა.

 კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ «ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა დასაქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა. ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 60კვ.მ.-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია,საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობისგანვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდება.

 კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 47 734 ლარია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში რეგიონში ჯამში 6 სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა.