გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი: ახალი სახელმწიფო პროგრამით, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბიზნესი საკუთარი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს მოსახლეობის აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას

8-04-2020

„დღეის მდგომარეობით, პირველადი საჭიროების და მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების კომპენსირება გადაწყდა მთავრობის მიერ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ვახორციელებთ ფასების დეტალურ მონიტორინგს. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან; ამის უფლება გვაქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ამ მდგომარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშაოთ. მე მაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ყველა რგოლთან, ძალიან ბევრ ბიზნესსუბიექტთან და ვიცი მათი განწყობები. ხშირ შემთხვევაში, ისინი ძალიან სოლიდარულები არიან. ამ მოცემულობაში ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ხაზგასმით აღვნიშნავ, ერთი მხრივ, თუ იქნება დარღვევები, მთავრობის დადგენილებაში გაწერილია სანქციები - ძალიან დიდი ჯარიმები კომპანიებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და, მეორე მხრივ, პროგრამებში მონაწილეობა არის კომპანიების ბიზნესუპირატესობაც. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბიზნესი თავისი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს საზოგადოების ინტერესების დაცვას და მათი აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას. მოვუწოდებ კომპანიებს, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში. გარკვეული დრო დასჭირდათ კომპანიებს პროგრამის პირობების და მოთხოვნების გასააზრებლად, საჭირო იყო პროცედურების გავლა. ბოლო მონაცემებით, 16-ზე მეტი კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს. ამავდროულად, პროგრამა გულისხმობს ვალდებულებებს, რომ კომპანიებმა პროდუქციის ფასი არ გაზარდონ. ამ კვირის განმავლობაში ზეთის, მაკარონის, ფქვილის ბევრი იმპორტიორი უკვე ჩაერთვება პროგრამაში და, შესაბამისად, თუ იყო ფასებთან დაკავშირებით გარკვეული რყევები და რაზეც მოსახლეობას ჰქონდა მყისიერი რეაქცია, ჩვენს ცხელ ხაზზე მუდმივად შემოდის ინფორმაცია, ეს ყველაფერი დარეგულირდება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.