8-04-2020
ორსულ ქალს, რომელიც ზუგდიდელი სპორტსმენის კლასტერს უკავშირდება, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ორსულს შესაბამისი გამოკვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულმა სპორტსმენმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი სიცრუე უწოდა. მან საზოგადოებას მიმართა და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 208 შემთხვევაა გამოვლენილი.