8-04-2020
20 ლეპტოპი - 20 უფროსკლასელს - სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივა სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედმა“ პროექტ Charte • ჩართე -თან პარტნიორობით, წალკის მუნიციპალიტეტში 20 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ლეპტოპები გადასცა და ინტერნეტთან წვდომა მისცა.
კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს - სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ ერთ-ერთი ინიციატივაა.
ინიციატივის ფარგლებში, „შენმოქმედი“ და „ჩართე“ ერთი მიზნით გაერთიანდნენ - დაეხმარონ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვთ და ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩართვას.
გაიგე მეტი პროექტ "ჩართეზე" და ჩაურთეთ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს თუნდაც 1 ლარად, რამდენიმე დაწკაპუნებაში აქ: https://charte.ge/
"შენმოქმედში" ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესს, არასამთავრობო, საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას.