გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: ეროვნული მეხსიერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია

9-04-2020

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სააკაშვილის განცხადებით, ეროვნული მეხსიერება სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია და მტერს სურს, ეს მეხსიერება ერს გონებიდან ამოუშალოს. მისივე თქმით, 2002 წლამდე არც აფხაზეთის ომში დაღუპულებს და არც 9 აპრილის გმირებს თბილისში ძეგლი არ ჰქონდათ.


"თბილისის ცენტრში პირველი მონუმენტი 9 აპრილის დაიდგა ჩემი როგორც საკრებულოს თავჯდომარის გადაწყვეტილებით 2002 წელს, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პარკში, ვინაიდან მაშინ პარლამენტთან არ დაგვადგმევინეს...
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო 9 აპრილის მონუმენტზე კონკურსის გამოცხადება.
შეიძლება ბევრი ჩვენგანი თვლიდეს რომ უკეთესი ძეგლის დადგმაც შეიძლებოდა,
მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობამდე არც აფხაზეთის ომში დაღუპულებს და არც 9 აპრილის გმირებს თბილისში არ ჰქონდათ ძეგლი - ჩვენ დავდგით ერთიც და მეორეც.
მიმაჩნია რომ ეროვნული მეხსიერება არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.
ეს არის ის რაც უნდა ჩვენს მტერს რომ დაგვავიწყოს და გონებიდან ამოგვიშალოს და სხვა ჩიპით შეგვიცვალოს ჩვენი მახსოვრობა... ეს არასდროს არ უნდა დავუშვათ თუ ჩვენ ვართ და ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი"-დაწერა სააკაშვილმა.