გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში “ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რესტორანთან დააჯარიმეს

9-04-2020

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ხელისუფლება და მოსახლეობა კორონავირუსს ებრძვის, “ნაცმოძრაობის” წევრი, ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსანდრე გოგლიძე, იგივე “კულა” რესტორანთან დაჯარიმდა. ყოფილი მაღალჩინოსანი საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 4 ადამიანთან ერთად დააჯარიმეს. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი შემთხვევა 1 აპრილს, გორთან მდებარე რესტორან “ვენეციაში” მოხდა.
​რესტორანთან გოგლიძე რომ ნამდვილად იმყოფებოდა, დაწესებულების დაცვის თანამშრომელი ადასტურებს. გოგიტა ქობულაშვილი “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ თავად მუშებთან ერთად ადგილზე ნერგებს რგავდა და შემდეგ კარანტინის წესების დარღვევის გამო ისიც დააჯარიმეს.

“ჩვენ ნერგები ჩავყარეთ იქით 60 ცალი, მუშები გვყვავდა 4 კაცი. რომ მოვრჩით მუშაობას დავსხედით და პური ვჭამეთ. იმ ოთხიდან ერთ-ერთი მე ვარ. რეხელი ვარ და საჭმელი მე გადმოვიტანე. მერე შემოვიდნენ დაგვათვალიერეს და წავიდნენ. რაც შეეხება “კულას”, ის მერე მოვიდა, ახლობლობს ამ რესტორნის მეპატრონესთან. მოვიდა რა ხდებაო და წავიდა.
მეც დამიწერეს ჯარიმა. აზრზე არ ვარ, რას ვარღვევდით. სუფრაზე “კულა” არ იყო. ყველას დაგვიწერეს. თითოეულ წევრს 3000 ლარიანი დაგვიწერეს. მერე კულა რომ მოვიდა იმასაც დაუწერეს”,- ყვება გოგიტა ქობულაშვილი.

თავად ალექსანდრე გოგლიძემ “რეგიონულ კვირასთან” თავდაპირველად, დაჯარიმების ფაქტი უარყო, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მას ჯარიმა ნამდვილად გამოუწერეს და უფლებადამცველთან ერთად ფაქტის გასაჩივრებას აპირებს.
“ტყუილი ინფორმაცია გაქვთ. გავასაჩივრე მე უკვე და საერთოდ არ ვყოფილვარ იქ. სულ ტყუილად დამიწერეს, დაახლოებით შუადღის 3 საათი იყო. აღარანაირი პრობლემა არ არის. ისიც არ ვიცი რამდენლარიანი ჯარიმა დამიწერეს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგლიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კვირა