გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: ამტკიცებს ეს კაცი, რომ ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის

9-04-2020


ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს. არ გამოვრიცხავ, მეტიც გააკეთოს ან უკვე გაკეთებულიც აქვს და ჩვენ ჯერ არ ვიცით. ამტკიცებს ეს კაცი, რომ ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უსაქმურები, აგური რომ აგურზე არ დაუდიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის, კიდევ ყოფნიდათ თავხედობა ბიძინა ივანიშვილსთვის მოეწოდებინათ გამოსულიყო ჩრდილიდან.

,,დღეს ცნობილი დესტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკურ დაჯგუფებები, მათთან აფილირებული პირები თუ ორგანიზაციები დაკავებული არიან ფუჭი რიტორიკით და სინამდვილეში არაფერს აკეთებენ კორონავირუსთან საბრძოლველად. ამას მოწმობს თუნდაც მათი ქაღალდზე დაწერილი ‘აღმაშენებლური“ თუ სხვა ავანტიურული არარეალისტური გეგმებიც.

ამ უსაქმურებს, აგური რომ აგურზე არ დაუდიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის, კიდევ ყოფნიდათ თავხედობა ბიძინა ივანიშვილსთვის მოეწოდებინათ გამოსულიყო ჩრდილიდან.

გამოვიდა ივანიშვილი ჩრდილიდან და თან როგორ - 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს. არ გამოვრიცხავ რომ მეტიც გააკეთოს ან უკვე გაკეთებულიც აქვს და ჩვენ ჯერ არ ვიცით

ამტკიცებს ეს კაცი, რომ ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.