კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს აღნიშნავს

13-02-2018

მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით 12-13 თებერვალს
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - "რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმუშავებს 3 სექცია:

I. რელიგია და მეცნიერება;

II. ეკლესია და სახელმწიფო;

III. რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება. 

კონფერენციის მიზანია აღნიშნული საკითხები განხილული იყოს ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში.

"საქართველოს ეკლესია ავტოკეფალური V საუკუნეში გახდა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ძალისხმევითა და მოღვაწეობით. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობამ ანუ ავტოკეფალიამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ეროვნული იდენტობის განსაზღვრას და ძლიერი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და შეჩერდა საქართველოს ავტოკეფალური მმართველობა.

საქართველოს ეკლესია მუდამ იყო და დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების კულტურული და ინტელექტუალური განვითარებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის უმთავრეს საყრდენად.

კონფერენციის მიზანია ეს საკითხები განხილულ იყოს ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში. ჯანსაღი სეკულარიზმი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიიის მშვიდობიმსყოფელი როლის წარმოჩენას. ამის საწინააღმდეგოდ, მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი, მიაკუთნებს რა რელიგიას პიროვნების კერძო სფეროს, იწვევს საზოგადოებრივი ჯგუფების პოლარიზაციას და საფუძველს უქმნის რელიგიურ ფუნდამენტალიზმს
" - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა და საპატრიარქოსთან არსებული ,,ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი".



tv9news.ge