9-04-2020
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა - „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, ,,დიეს გრუპი", „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში'', შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე.
,,მინდა საჯარო მადლობა გადავუხადო აჭარაში მოქმედ ბიზნეს-წარმომადგენლებს. ვინაიდან ეს არის საერთო მნიშვნელობის საქმე და ის, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გამართულია და თვის ბოლომდე შეძლებს სრული დატვირთვით, 170-ზე მეტი პაციენტის მიღებას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნისას.