გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მელია ივანიშვილზე: უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან

9-04-2020

“ამ ადამიანს მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას გამოეხმაურა.

ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ ფონდში შეეძლო გაცილებით მეტი თანხა ჩაერიცხა.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას, ხომ გინდათ, რომ ვიყო გულრწრფელი და გითხრათ ის, რასაც ვფიქრობ – ეს არის ცინიზმი. ამ ადამიანს მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან. ბიძინა ივანიშვილის, როგორც ამ ქვეყნის მმართველის და ჩემი აზრით მძარცველის შემოსავალი 2019 წელს გახდა 550 მილიონი დოლარი და მისი ქონების 0,6%, რაღაცა 31 მილიონი დოლარი ჩარიცხა ახლა ფონდში და ეს უნდა იქნეს ახლა მოწონებული?!  “დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი გაცილებით მეტს ხარჯავს ქველმოქმედებაში, პროპორციულად საკუთარი შემოსავლისა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ტვიტერის დამფუძნებელმა საკუთარი ქონების 27% გადარიცხა შესაბამის ფონდში, მილიარდი დოლარი,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ipress