გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თურნავა: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს

9-04-2020

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს ყოველთვის აქვს და უნდა ჰქონდეს ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის იმედი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ქველმოქმედი, რომელიც სწორედ მაშინ უდგას ქართველ ერს გვერდში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ეს არაერთხელ დადასტურდა და ახლაც, როდესაც ასეთი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ეს იყო ძალიან საჭირო, დროული დახმარება და უღრმესი მადლობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.