გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსლან აბაშიძე: საქართველოს მოსახლეობის ერთობის და თავდადების შედეგია, რომ დღეს დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო გვაქვს

9-04-2020

"ეს ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის თავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ ყოველი ჩვენთაგანის ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს"-ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ 9 აპრილის ტრაგედიის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

"საქართველოს მოსახლეობის ერთობის და თავდადების შედეგია, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც სტაბილურად იმკვიდრებს ადგილს ცივილიზებული ქვეყნების ოჯახში.

ერის ერთობის შედეგად მოხერხდა თავისუფლების მოპოვება და დღესაც, 21-ე საუკუნეში ანალოგიური გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში.

ვაფასებთ ჩვენი გმირების თავგანწირვას და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას!"-განაცხადა აბაშიძემ.