გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარინა ეზუგბაია: სომხეთიდან შემოსული ორი ინფიცირებულის მდგომარება მძიმე არაა

10-04-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სომხეთიდან შემოსული 2 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმე არაა.

"უკვე დაავადების მე-9 მღეა და თუ 10 დღემდე არ გართულდა, ესეიგი მათთან მდგომარეობა არ დამძიმდება და დაველოდებით გამოჯანმრთელებას",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

გუშინ ტესტირება 14 პაციენტთან ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. დღეს ინფექციურ კლინიკაში კიდევ აღებულია 7 ნიმუში, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. კლინიკაში ერთი არასრულწლოვანი პაციენტი იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 52 და გარდაცვლილია 3 პადამიანი.

pia