გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტყიბულში დევნილთა ოჯახებს დახმარება გაეწია

10-04-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.  ამჯერად მუნ იციპალიტეტის   მერია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ,  ორგანიზებულ სექტორებში რეგისტრირებულ და  ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს  ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები გადასცა.

26 დევნილ  ოჯახს პროდუქტები,  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თანმაშრომლებმა ბინაზე მიუტანეს.

საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკვები პროდუქტებით დახმარება   474  ბენეფიციარმა მიიღო.