გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურჯაანის მერია 2000-ზე მეტ გაჭირებულ ოჯახს დაეხმარა

10-04-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გურჯაანში მცხოვრები ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო კალათების გადაცემა დაიწყო.

დღეს სურსათი რამდენიმე ოჯახს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერიის საჯარო მოხელეებისგან შემდგარ მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, თავად მიუტანა.

"გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სასურსათო კალათების გადაცემა, რომელშიც მერიის მოხალისეები არიან ჩართულნი. პირველ ეტაპზე ვეხმარებით 2 000 ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს, რომელთათვისაც, ასეთ დროს, ეს დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასურსათო პროდუქტი უკვე გადაეცა გურჯაანის საბავშვო ბაღების 2 252 აღსაზრდელის ოჯახს და მერია კვლავ გეგმავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი დახმარების გაწევას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა საქველმოქმედო აქციები გამართეს, რამაც ერთგვარად სოციალური კამპანიის სახეც კი მიიღო და საკვები პროდუქტებით დახმარება გაუწიეს თავიანთ თანასოფლელებს, რომელთაც დღეს განსაკუთრებულად უჭირთ. მინდა, თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და ჩვენი მოქალაქეების გვერდში დგომისთვის." - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველადი მოხმარების პროდუქტებისგან შემდგარი სასურსათო კალათა, 2 000 ეკონომიურად გაჭირვებულ: მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შშმ პირთა ოჯახს გადაეცემა, რისთვისაც 91 600 ლარი დაიხარჯა.