გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბაშვო ბაღების 1300 აღსაზრდელისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს

11-04-2020

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებეში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღბის 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დაურიგდება.

 

პროდუქტების დარიგება დღეიდან დაიწყო. სასურსათო პაკეტები რამდენიმე ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიუტანა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სურსათის დარიგების აქცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები სულ 2100-მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს გადაეცა.

 

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დროებით დაიხურა. საკარანტინო მდგომარეობის დროს ჩვენს პატარებზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთი თვის საკვები საბავშვო ბაღების 1300 აღსაზრდელისთვის დაგვერიგებინა. სურსათის დარიგება დღეს დავიწყეთ და ყველა ბავშვს 70-ლარიან სასურსათო პაკეტს სახლში მივუტანთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.