გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Neweurope - ბრიტანეთი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მისწრაფებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

11-04-2020

„ბრიტანეთი, რომელიც კავკასიას კარგად იცნობს, სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მისწრაფებებს ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში” - წერს ბრიტანეთის ყოფილი მაღლჩინოსანი, ევროპარლამენტში ბრიტანელი „კონსერვატორების“ ყოფილი ლიდერი ჯეფრი ვან ორდენი Neweurope-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „საქართველო არის პირველი ევროპელი მეგობარი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთს ბრექსიტის შემდგომ პერიოდში“

სტატიის ავტორის ჯეფრი ვან ორდენის თქმით, ბრიტანეთის მიერ აღებული ვალდებულებები გაწერილია საქართველოსთან 2019 წლის ოქტომბერში ბორის ჯონსონის მთავრობის მიერ ხელმოწერილ ყოვლისმომცველ დოკუმენტში: „სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება“.

„თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველ შეთანხმებასთან ერთად, ამ 359-გვერდიან დოკუმენტში განსაზღვრულია ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, რეგიონში თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის, ასევე უსაფრთხოების ზომები. ასევე აღსანიშნავია ბრიტანეთის ძლიერი მეგობრული ურთიერთობები საქართველოს 2 საკვანძო მეზობელთან: თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებისთვისაც საქართველო წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის ხიდს კასპიის ნავთობის ევროპისკენ მიმავალ საექსპორტო გზაზე” - წერს ავტორი.

მისივე თქმით, ასევე შთამბეჭდავია საქართველოს ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა (4,5%).

„მსოფლიო ბანკის თანახმად, ქვეყანა მსოფლიოში 27-ე ადგილზეა ბიზნესის წარმოების ინდექსში (უსწრებს 26-ს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან), ხოლო ბოლო დროს გატარებული ეკონომიკური და სოციალური რეფორმების შედეგად სულ რაღაც 10 წელიწადში განახევრდა სიღარიბის დონე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ბოლო ინდექსის თანახმად, საქართველო სულ 2 ქულით ჩამორჩება გაერთიანებულ სამეფოს და, რაც ნამდვილად გასაოცარია, უსწრებს აშშ-ს. ეკონომიკური შესაძლებლობები გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის ნათელია. დინამიური ეკონომიკა არსებითია მსოფლიოს ესოდენ ფეთქებად რეგიონში განლაგებული ქვეყნის უსაფრთხოებისთვის” - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ავტორი ხაზს უსვამს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილური დემოკრატია.

„ახლახან გატარებულმა რეფორმამ (ქართული ოცნების მთავრობის ხელმძღვანელობით მიღწეული იყო პარტიათაშორისი შეთანხმება ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რამაც დადებითი შეფასება დაიმსახურა აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის მხრიდან) კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს პროდასავლური ვექტორი. ჩვენი მხრივ, ბრიტანეთს აქვს შესაძლებლობა, უკვე დამოუკიდებლად გადოს ხიდები თავის მეგობრებთან მსოფლიოს სხვადასხვა (და გამოწვევებით სავსე) რეგიონში, რადგან დღეს ბრიტანეთმა დაიბრუნა სრული კონტროლი თავის საგარეო ურთიერთობებზე, საერთაშორისო დახმარებაზე, ვაჭრობაზე და ეკონომიკისა თუ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობაზე. ცხადია, რომ ბრიტანეთის დიდი ხნის უახლოესი მოკავშირეები დარჩებიან პრიორიტეტად ამ გააქტიურებულ საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ არის კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ბრიტანეთის ინსტიტუტების პატიოსნებას და სტაბილურობას, ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას დაზვერვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, ასევე იმ მდიდარ გამოცდილებას, რომელიც ბრიტანეთს წვლილის სახით შეაქვს საერთაშორისო ურთიერთობებში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მეგობარი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთს ბრექსიტის შემდგომ პერიოდში და რომლის სურვილიცაა ჩვენთან მჭიდრო სამომავლო პარტნიორობა. ამის სანაცვლოდ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ კეთილსინდისიერება და განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები როგორც საქართველოსთან, ისე მის მეგობარ მეზობელ ქვეყნებთან” - ნათქვამია სტატიაში.