გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან სალუქვაძე მამუკა ხაზარაძეს ,,ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მონაცემების დამახინჯებაში ამხელს

11-04-2020

ამირან სალუქვაძე მამუკა ხაზარაძის იმ ინტერვისუ აკრიტიკებს, სადაც ხაძარაძე საუბრობს, რომ იაპონიამ 2 მლრდ დოლარი გამოჰყო იაპონური კომპანიების ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადატანაზე და რომ ესაა შანსი საქართველოსთვის.

ექსპერტი იხსენებს ბლუმბერგის სტატიას, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი და რომლის თანახმად, იაპონიის მთავრობამ გამოყო 220 მლრდ იენი ( 2 მლრდ დოლარი) იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს გადაიტანენ ჩინეთიდან იაპონიაში, ხოლო დამატებით 23 მლრდ იენს ანუ 190 მილიონს და არა 2 მილიარდ დოლარს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს სხვა ქვეყნებში გადაიტანენ.

,,სინამდვილეში, ბლუმბერგის სტატიაში წავიკითხავთ შემდეგს - იაპონიის მთავრობამ გამოყო 220 მლრდ იენი ( 2 მლრდ დოლარი) იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს გადაიტანენ ჩინეთიდან იაპონიაში, ხოლო დამატებით 23 მლრდ იენს ანუ 190 მილიონს და არა 2 მილიარდ დოლარს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოებებს სხვა ქვეყნებში გადაიტანენ. თუ გამოგვივა არა 2 მლრდ-დან, არამედ 190 მლნ-დან შევძლებთ იაპონური კომპანიების ნაწილს საქართველოს მისამართი ვასწავლოთ. სხვათაშორის, ახლახან 225-ჯერ მეტი თანხა, 500 მლრდ ევრო გამოყო ევროკავშირმა რეცესიის შესაჩერებლად, ოღონდ როგორც იაპონიამ იაპონური კომპანიებისთვის, ასევე ევროკავშირმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. რომ მივეტმასნოთ, ორთავე ფინანსებთან შეიძლება, უბრალოდ, იაპონიის შემთხვევაში იაპონიის სამთავრობო დახმარება 10-ჯერაა გაზვიადებული ანუ მხოლოდ 190 მილიონით დააფინანსებენ იაპონური კომპანიების ჩინეთიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გადანაწილებას და ბევრი ქვეყანა იბრძოლებს იმისათვის, რომ ეს კომპანიები საკუთარ ქვეყნებში გადაამისამართონ”,- წერს ამირან სალუქვაძე.

ექსპერტი ამბობს, რომ მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს უცხოური კომპანიების საქართველოში გადმობირებაზე.

,,ბოლოს, დანამდვილებით ვიცი, რომ მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს უცხოური კომპანიების წარმოებების საქაეთველოში გადმობაზირებაზე და მათთვის მიმზიდველი პირობების შექმნაზე. ვისაც ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ პრემიერს ან შესაბამის დარგობრივ მინისტრებს. მაგრამ ეს არაა მარტივი პროცესი“,- წერს ამირან სალუქვაძე.