გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატიანი: მშვიდად ვართ, უკვე გვაქვს პასუხი , როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს

12-04-2020

მეტ-ნაკლებად ახლა ჩვენი კლინიკა დამშვიდებულ სიტუაციაში ვართ-ასე აფასებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითარებას პანდამიასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, დღეს მედიკოსები ბევრად მობილიზებულები არიან და შესაბამისად უკეთ ფლობენ ინფორმაციას, როგორ უმკურნალონ პაციენტებს.

” იცით, რომ ეს ვირუსული ინფექცია, სამწუხაროდ, ყველასთვის, სამყაროს ყველა ექიმისთვის, გამოწვევას წარმოადგენდა, მაგრამ უკვე გამოწვევა აღარ დგას.

უკვე გვაქვს იმაზე პასუხი, როგორ მოვიქცეთ და როგორ ვუმკურნალოთ ამა თუ იმ პაციენტებს. რაც შეეხება წინა კვირას, მოგეხსენებათ იყო მომენტრი ნაკადი მოაწვა ჩვენს კლინიკაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მითუმეტეს იმისა რომ ჩვენ მზადების პროცესში ვიყავით, ამ ბრძოლასთან, მაინც აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, თითქოს ცოტა დავიბენით.

თითქოს ყველას შეგვეშინდა, მაგრამ გადავლახეთ ეს მომენტი. დღეს ყველა მედპერსონალი, ჩენს კლინიკაზე ვსაუბრობ, მშვიდად ვართ და გადასულები ვარ ყაზარმულ ქმედებაზე”,-აღნიშნა ლევან რატიანი.

ipress