გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

«The New York Times» (აშშ): ცხოვრება მცოცავ საზღვართან; წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ

14-02-2018

„წარმოიდგინეთ ასეთი რამ: იღვიძებთ და ხედავთ, რომ თქვენს სრულიად სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ, თანაც გადაადგილება აკრძალული გაქვთ! სწორედ ასეთ სიტუაციაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ცხინვალის რეგიონში (ანუ „სამხრეთ ოსეთში“) ცხოვრობენ. ამ ტერიტორიას ნატო და აშშ საქართველოს ნაწილად აღიარებენ, მაგრამ რეალურად ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთის ციტადელს წარმოადგენს. მართალია, 2008 წლის ომის დროს მხარეები დაზავდნენ, მაგრამ იქაურ ყოველ ქართველს რომ შეეკითხოთ, ისინი გეტყვიან, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა“, - ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც თან ახლავს ქართველი ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის ფოტოსურათები.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რემი თამენის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინაარსს:

„აქ ადამიანების ორი ტიპი ცხოვრობს: ისინი, ვინც სიტუაციას ვერ ეგუებიან და ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ მცოცავ საზღვარს და ისინი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს’, - ამბობს თაკო რობაქიძე. იგი თბილისელი ფოტოგრაფია, რომელიც პროექტ „მცოცავ საზღვარში“ მონაწილეობს და სიტუაციას ფოტოდოკუმენტებით აფიქსირებს. „შეიძლება ერთ ღამეში თქვენი ეზო-სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს“, - აღნიშნავს იგი.

„სამხრერთ ოსეთის რესპუბლიკა“ თვითმარქვია სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რომელიც მოსკოვის მიერ იმართება. ამ მთიანმა მხარემ საქართველოსაგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, მაგრამ მისი სუვერენიტეტი რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარი ხუთდღიანი ომის შემდეგ აღიარა.

მხარეთა დაზავების მიუხედავად, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებს თვალი საქართველოს ტერიტორიაზე უჭირავთ. გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დადებული შეთანხმება ერთობლივი სამხედრო ქვედანაყოფების შექმნის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ფაქტიური საზღვარი მხოლოდ რუსეთს და კიდევ სამ ქვეყანას აქვს აღიარებული.

2008 წლიდან მშობლიური მიწებიდან თითქმის 300 ათასი ქართველია გამოდევნილი. 2011 წელს რუსეთმა საზღვრების გამაგრება დაიწყო და მავთულხლართები გაავლო. დღეს ქართველებს საზღვართან 200 მეტრზე მიახლოებაც კი აკრძალული აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ან გაიტაცებენ, ან დააკავებენ და დააჯარიმებენ.

„ადამიანებს საზღვართან ახლოს გავლა ეშინიათ, რადგან იციან რომ დაიჭერენ. მათ საძოვრებით სარგებლობა აღარ შეუძლიათ, ამიტომ ძველებურად ბევრი ძროხა არ ჰყავთ“, - ამბობს თაკო რობაქიძე. მან ერთი წლის განმავლობაში ბევრი აქაური სოფელი მოინახულა და დარწმუნდა - ყველგან მსგავსი ისტორიები ხდება.

თაკო რობაქიძე იძულებით გადადგილებული მოსახლეობის ბანაკებსაც ეწვია: „ვერცერთ მათგანს ვერ წარმოედგინა, რომ ისინი საკუთარ ეზო-კარს, მიწას დატოვებდნენ და ვეღარ დაბრუნდებოდნენ“, - ამბობს ფოტოგრაფი.

ამ მხარისათვის სოფლის მეურნებობა ეკონომიკის მთავარი დარგია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰყავთ შინაური ცხოველები, საქონელი, მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული, მაგრამ მათი შრომა პრობლემებს აწყდება - ხშირად მინდორ-ველი გადამშრალია, რადგან სარწყავი წყლის ვენტილს რუსები აკონტროლებენ. „ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ მიწაზე, რადგან მიწა ერთადერთია, რითაც ოჯახების უმრავლესობა თავს ირჩენს“.

თაკო რობაქიძე დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელშიც ადგილობრივი სოფლის მცხოვრებლების ინტერვიუები ჩაწერილი: „თუ ადამიანს ომი სურს, ზავი და შეთანხმება ვერ შეაჩერებს“, - ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი, - „ომი ხუთი დღე გაგრძელდაო, ამბობენ, მაგრამ ჩვენთვის ეს ხუთი დღე არ არის. არ ვიცით, წინ რა გველოდება. რა უნდათ ჩვენგან?“.

კიდევ ერთ ინტერვიუში 80 წლის ქართველი ხნიერი მამაკაცი ლაპარაკობს, რომელმაც ერთ დილით გაიღვიძა და ნახა, რომ მისი სახლი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას. „მე მეუბნებიან, რომ ამ მესერზე და მავთულხლართზე არ გადახვიდეო... მინდა წამოსვლა, მაგრამ როგორ? მითხრეს, რომ ეს მათი ტერიტორიაა. 80 წლის კაცი ვარ, მუდამ საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ახლა უნდა გავხდე რუსეთის მოქალაქე?“.

იყო დრო, როცა ქართველებს და რუსებს (ოსებს) ამ რეგიონში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთმანეთს სტუმრობდნენ, ერთად ზეიმობდნენ დღესასწაულებს, ბევრი იყო შერეული ოჯახებიც. ახლა მსგავსი მცირე სიხარულის, ზეიმის ფაქტები ძალიან იშვიათია. „არავინ იცის, რა მოხდება... რა იქნება ხვალ“, - ამბობს თაკო რობაქიძე.

newspress