გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნიკა მელია: ყველაფერი რაც ხელისუფლების მხრიდან კეთდება ზედაპირულია

13-04-2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მელიას თქმით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობა თავის სასარგებლოდ იყენებს.

„ყველაფერი რაც კი კეთდება არის ძალიან ზედაპირული. ის რაღაც 200 კილოვატზე რომ იყო საუბარი და ისიც გაუგებარია, 201 კილოვატს თუ დაწვავს ოჯახი, ის არ არის გაჭირვებული? ესეც მხოლოდ რიტორიკის დონეზე არის, არანაირ კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა. ამიტომ მგონია, რომ ყველაფერი არის მოუმზადებელი.

მხოლოდ ბრიფინგების გამართვა არ არის საქმის კეთება და ხელისუფლებაში ყოფნა არის ურთულესი პასუხისმგებლობა და არ არის მხოლოდ უფლება რამესი – არის უდიდესი მოვალეობა, რომ აკეთო მოსახლეობის საკეთილდღეოდ, რაც შეიძლება ოპერატიულად.

ეს კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება ხელისუფლების რიგებში 800 000 თვითდასაქმებული ადამიანია, რომელიც დღეს სახლში არის გამოკეტილი ლუკმა პურის გარეშეა დარჩენილი, აგრარული ბაზრები რომ დაიკეტა მხოლოდ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დარჩა ულუკმაპუროდ”-ამბობს მელია.

ipress