გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კოვზანაძე: ბიუჯეტის 1 კვარტალი შესრულდა, თუმცა პრობლემები იქნება მე-2 კვარტალში

13-04-2020

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 1 კვარტალი შესრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემები იქნება მე-2 კვარტალში-ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ „საქმიან დილაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების ოდენობამ 3 736,5 მლნ ლარამდე შეადგინა , რაც კვარტლის გეგმაზე (3 465,3 მლნ ლარი) 271,2 მლნ ლარით მეტია. შესრულდა გადასახადების ნაწილიც. დაგეგმილი იყო 2 512,3 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2 673 მლნ ლარი და გადააჭარბებაა 160,2 მლნ ლარით. რაც შეეხება ხარჯებს:- 235 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს გასაგებია, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას ეს ხარჯები გასწიოს“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კუთხით უკვე დაწყებულია პრობლემები და ეს ჩანს აპრილში და რეალურად პრობლემა უფრო გამწვავდება მაისში. „როგორც საგადასახადო შემოსავლების ასევე საერთო შემოსავლების ნაწილში, გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილია 2.5 % მშპ-სთან მიმართებაში, რაც წლის განმავლობაში ჯერად გაიზრდება“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა შევა რეცესიაში, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების პაკეტს პარლამენტში მაისში ელოდებიან.​