გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კოვზანაძე: საბიუჯეტო დახმარებები იქნება და ის იქნება საკმარისი

13-04-2020

„საბიუჯეტო დახმარებები იქნება და ვფიქრობ, იქნება საკმარისი“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ „საქმიან დილაში“ ჩართვისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

„პროცესში, როგორც იცით, ჩართულია სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, KfW, AFD. ამ კუთხით, უახლოეს დღეებში პირველი განცხადებას გააკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თავს შევიკავებ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან, ვინაიდან ეს მთავრობის პრეროგატივაა-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„ფინანსური დახმარებებიდან ნაწილი განკუთვნილია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ნაწილი ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა - რაზეც კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტი იმუშავებს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.​