გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვეყანაში ყველა სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგი შევსებულია

13-04-2020

მიმდინარე წლის 12 აპრილიდან 30 ივნისამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

„სამინისტრო ქვეყანაში არსებულ სასურსათო მარაგებზე და მათ შევსებაზე, სავაჭრო ქსელებში პროდუქციით შეუფერხებელ მიწოდებაზე და ფასებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. დღეისათვის საქართველოში სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტი არერთი ქვეყნიდან ხორციელდება. მიუხედავად ამისა, დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე და ამ ბაზრებიდან იმპორტის განხორციელებაზე“-აცხადებენ სამინისტროში.