გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოასვენებენ

13-04-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ერაყში გარდაცვლილი გენადი ცენტერაძის მამას პირადად შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში საქართველოს გარდაცვლილ მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოვასვენებენ.

ასევე, დაბრუნდებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 2 ახალი რეისის დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით:

30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი- მადრიდი-თბილისის მიმართულებით,
2 მაისს კი, თბილისი - პრაღა-თბილისის მიმართულებით.