გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ვოლსკი: მთავრობა შემოგვთავაზებს ახალ სისტემას, როგორ ავიცილოთ პანდემიის გავცრელება და გადავარჩნოთ ეკონომიკა

13-04-2020

„მთავრობას ექნება შესაბამისი არგუმენტები და მოხსენება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გახდა საჭირო ამას შეხსენება არ სჭირდება.

მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულად არის მსოფლიოში მათ შორის, საქართველოში, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს. მთავარი არის სწორი ბალანსის შერჩევა და შენარჩუნება. პირველი იყო დარტყმები და აუცილებელი იყო ამ დარტყმების აცილება, გავრცელების შესაძლო წყაროების გადაკეტვა და დღის წესრიგში შემდგომი ცხოვრების გეგმაც უნდა გვქონდეს“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ახალ უფრო რთულ სისტემას შემოგვთავაზებს იმისა, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ერთი მხრივ, პანდემიის გავცრელება და მძიმე შედეგები და მეორე მხრივ, როგორ გადავარჩნოთ ეკონომიკა.

„ეკონომიკა არის ის თემა , რომელიც დააზიანებს სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. მეორე მხრივ, რა ეკონომიკაზეა საუბარი თუ პანდემია გავრცელდა და შესაბამისი ყურადღება არ მივაქციეთ სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს და ასევე, ბიუჯეტში არ მოვიძიეთ შესაბამისი თანხები. ეკონომიკას ვინც ქმნის მისი ტვირთის შემსუბუქება მნიშვნელოვანია, მაგრამ მოწოდება რომელიც იყო, რომ გადაუდებლად დაიწყოს ამის რეალიზაცია - ეს საკმაოდ საფრთხილო თემაა. პოლიტიკური ძალების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არაჯანსაღია და პოლიტიკური დღის წესრიგი რეალურად იქნება დამყარებული მეცნიერულ დასკვენბზე, რომელიც ექნება ჯანდაცვის სისტემას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​