14-02-2018
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის ა/რუმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი ესწრებოდნენ.
ზურაბ პატარაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევიმხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, ელჩმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიულიპარტნიორია. აქტიურია ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში, ასევე, მნიშვნელოვანია კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობებიც.
განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ურთიერთობა ეკონომიკური თანამშრომლობის ჭრილში. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. 2008 წლიდან ორ ქვეყანასშორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მუდმივად იმართება მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა სფეროში ორმხრივიურთიერთობების განვითარებას.
ზურაბ პატარაძე ელჩს ესაუბრა რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის შესახებაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფროგანსავითარებლად აუცილებელია ორმხრივი ბიზნეს ფორუმების ორგანიზება, ბიზნეს და საქმიანი წრეების ერთმანეთთან დაკავშირება. ზურაბ პატარაძემ, ასევე, ისაუბრა კურორტ გოდერძისგანვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება თურქული მხარის დაინტერესება როგორც ინვესტიციების განხორციელებით, ასევე ტურისტული კუთხით, რათა უფრო მეტდაინტერესებულ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვასა და სატრანსპორტო მიმოსვლაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობით კიდევ უფროგაიზრდება ტვირთბრუნვა.
,,მინდა, ასევე, შევეხო ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოპტიმალური და გამართული სასაზღვროპოლიტიკის არსებობა. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი თურქეთის შსს მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საბოლოოდ იქნება მიღწეული ორივე ქვეყნისათვისხელსაყრელი შედეგი საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
თურქეთის ელჩის განცხადებით, ,,მნიშვნელოვანია, რომ საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით ორმხრივი კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხისგადაწყვეტა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კონსულტაციები ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებით დასრულდება".
შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, GDSC-ს ფარგლებში, რეგიონმა უმასპინძლათურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის. ასევე აღსანიშნავია, რომ ნატო-ს ეგიდით სისტემატურად ხორციელდება თურქული გემების საპორტო ვიზიტები ქალაქბათუმში და ერთობლივი წვრთნების გამართვაც.
ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე მოღვაწეობას 2017 წლის ბოლოდან შეუდგა.