გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცერცვაძე: თავს არასდროს მივცემ უფლებას ეკლესიას მითითებები მივცე, მაგრამ, დღევანდელ სიტუაციაში რეკომენდაციები უნდა შესრულდეს

14-04-2020

"თავს არასდროს მივცემ უფლებას ეკლესიას მითითებები მივცე, მაგრამ, დღევანდელ სიტუაციაში რეკომენდაციები უნდა შესრულდეს"-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “მოამბესთან” განაცხადა.


“ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, უდიდეს პატივს ვცემ და თავს არასოდეს მივცემ უფლებას, მათ რამე რჩევები, მით უმეტეს, მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი, როგორც ექიმის პოზიციაა, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველა შემთხვევაში აუცილებელია, შესრულდეს ის ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში მოქმედებს, ეს არის სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სადაც შესაძლებელია, ბინაში დარჩენა, თუნდაც იგივე რელიგიური რიტუალების ბინაში აღსრულება და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს ერთი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, თუ როგორ შევალთ შემდეგ ორ კვირეულში, ანუ პიკის პერიოდში. მგონია, რომ დღეს არსებულ განწყობათა სხვადასხვაობის მიუხედავად, მთავრობა, საპატრიარქო და მრევლი აღდგომის უდიდესი დღესასწაულისთვის შეჯერებული პოზიციით მივლენ და ისე მოიქცევიან, როგორც ეს უსაფრთხოებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა თენგიხ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ყოვლადწინდა სამების საკათედრო ტაძარში, არქიდიაკონმა დიმიტრიმ, ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლს გააცნო ის გრაფიკი, რომელიც დღეიდან კვირის ჩათვლით ტაძარში აღევლინება.
მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს “კომენდანტის საათი”, საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით, სამების ტაძარში, აღდგომის ღამეს, ლიტანიობა 23:00 საათზე დაიწყება. თუმცა, ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, მორწმუნეები მივიდნენ თუ არა სააღდგომო ლიტანიობაზე და საზეიმო წირვა ლოცვაზე.

ipress