გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისში გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

14-04-2020

ქუთაისის ლაბორატორიამ 37 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით 20 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 მცირეწლოვანია.

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, აქ კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციონისტის კვლევებმა, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა, ორჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა. საჩხერის კლინიკაში 1 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge