გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გუბერნატორის განცხადებით, ხიდისყურში ჩატარებული თერმოსკრინინგით, საეჭვო პაციენტი არ გამოუვლენიათ

14-04-2020

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევაა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

გიგი ხოჯევანიშვილის თქმით, ამ დროისთვის, ხიდისყურში სრულად ჩატარდა თერმოსკრინინგი და სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი ან გართულება არ აღენიშნება.

„ინდივიდუალურად შევისწავლით სოფლის თითოეული მოსახლის ნებისმიერი საჭიროება, უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ამ საჭიროებებზე დროულად მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 13 აპრილს დაწესდა. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge