« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
14-04-2020
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 5 პაციენტი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება, მეორე კლასტერი კი უცნობია.
"დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გაჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია, გამოჯანმრთელებული 45 პაციენტი ჩვენი. თუ შევაჯერებთ ციფრებს, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობას დღევანდელი დილის მონაცემებით.
ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, აქ ერთი მოზრდილია და 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან, სულ ორი კლასტერია ჩვენთან ქობულეთის და მეორე კლასტერი ჩვენთვის უცნობია," - განაცხადა ეზუგბაიამ.