გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარაში კორონავირუსზე 15 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

14-04-2020

აჭარაში კორონავირუსზე 15 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ ქობულეთის კლასტერიდან გუშინ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა 5-ით გაიზარდა. მათ შორის, არიან 10 და 1 წლამდე ბავშვი. ისინი მშობლების მოთხოვნით თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქის ნაწილში მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ 370 კონტაქტური პირია მოძიებული აქედან 200 მოქალაქე უკვე დიაგნოსტირებულია.
ამ დროის მონაცემებით, ბათუმის ცხელების კლინიკაში კორონავირუსზე 27 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 25 ქობულეთის კლასტერია. ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

kvira