გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზვიად შალამბერიძე - იმერეთის რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება

14-04-2020

იმერეთის რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლავ საყურადღებოა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ღვანკითში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტია ინფიცირებული.

ეპიდემიოლოგებმა ათამდე კონტაქტი გამოიკვლიეს და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ მედიკოსები აკვირდებიან. სოფელში გრძელდება კონტაქტების კვლევა და ადგილობრივების თერმოსკრონინგი.

1tv.ge