14-04-2020
ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მყოფ კიდევ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ორი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის ე.წ. კლასტერს წარმოადგენს.
ნანა ოდიშარიას განმარტებით, საერთო ჯამში სპორტსმენის ე.წ. კლასტერიდან 27-ვე ადამიანზე უარყოფითი პასუხი მიიღეს და საკარანტინო სივრცეს ყველა დატოვებს.
კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა.
მისი თითქმის ყველა პირველადი კონტაქტი საკარანტინო სივრცეში იყო გადაყვანილი, რამდენიმე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.