გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესში პოლიტიკური ჩარევა დაუშვებელია

14-04-2020

„მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესში, ნებისმიერი მიმართულებით, დაუშვებელია და სწორედ, ეს წერია იმ შეთანხმებაში, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მთავარი პარტნიორი სახელმწიფოა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვეცნობით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიპლომატიური კორპუსის ნებისმიერ განცხადებას. საქართველო პირნათლად ასრულებს ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.​