გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ბენეფიციართა დახმარების მორიგი აქცია გამართა

14-04-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყების შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, არ წყვეტს აქციებს ვეტერანთა დასახმარებლად.

თანადგომის მორიგი აქცია ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის ისნისა და სამგორის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის ჩატარდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ისნისა და სამგორის სამმართველოს უფროსებმა, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.