გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: სურსათის მარაგზე, განსაკუთრებით 9 საბაზისო პროდუქტზე, არანაირი რისკები არ არსებობს და არც იარსებებს

14-04-2020

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომ „ევრაზიულმა კავშირმა“ ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგების, განსაკუთრებით, იმ 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამ პროდუქტების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა.

„სასურსათო პროდუქტების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი,“- განაცხადა პრემიერმა.