გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პიტერ სტანო: „ფეიკნიუსის“ მიზანია, შეარყიონ ხალხის რწმენა, რომ მათი ხელისუფლება შეძლებს კორონავირუსთან გამკლავებას

14-04-2020

რუსული მედიის მიზანია, საინფორმაციო სივრცე და სოციალურ ქსელები საწინააღმდეგო ინფორმაციით წალეკოს, რათა ხალხი დააბნიოს და რწმენა შეარყიოს იმაში, რომ მათი ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან გამკლავებას შესძლებენ, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სპიკერმა პიტერ სტანომ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„რუსული მედია ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ფეიკია, რადგან კორონავირუსი არ არსებობს. რამდენიმე დღის შემდეგ კი იგივე მედია წერდა, რომ კორონავირუსი კაცობრიობის მთავარი საფრთხეა და სამყაროს დასასრულზე საუბრობდნენ. თანდათანობით აღნიშნული ევროკავშირის საქმიანობის დასასრულის შესახებ ნარატივში გადაიზარდა. ამბობდნენ, რომ შენგენის ზონა იშლება, ევროპული ქვეყნები სოლიდარობას არ იჩენენ და ერთმანეთს არ ეხმარებიან. „ევროკავშირი იშლება, ეს არის დასავლეთის დასასრული“, „კორონავირუსი ეს არის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც სამხედრო ლაბორატორიებში შეიქმნა“ - აქ იგულისხმება აშშ, ბრიტანეთი, ნახსენებია ჩინეთი და დასავლეთის ქვეყნები. მათ ტყუილის დიდი არსენალი აქვთ. ზოგჯერ ამისთვის „ფეიკ ნიუსის“ შექმნაც არ სჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს საწინააღმდეგო ინფორმაცია, ვინმეს მოსაზრება. მათი მიზანია, საინფორმაციო სივრცე და სოციალურ ქსელები საწინააღმდეგო ინფორმაციით წალეკონ, რათა ხალხი დააბნიონ და რწმენა შეარყიონ იმაში, რომ მათი ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან გამკლავებას შესძლებენ. ამიტომ არის ეს საფრთხის შემცველი“, - აცხადებს სტანო.