14-04-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე 23 დღეა საკარანტინო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს.
მუნიციპალიტეტის მერი საკარანტინო პერიოდს აფასებს:
"ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს განმეორებითი თერმოსკრინინგი, ამ დროისათვის სამედიცინო შემოწმება 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე გაიარა. სამწუხაროდ კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 18 პირს დაუდგინდა, აქედან ახალი შემთხვევა არის 8, მათგან 5 მედიკოსია. ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა, ერთი კი საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულ მოქალაქეებზე უკვე მიმდინარეობს სპეციალისტების დაკვირვება. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა კონტაქტების მოძიების სამუშაოები უკვე აწარმოეს. დღეს დადასტურებული შემთხვეევების 7 კონტაქტიდან ნიმუშები აღებულია და გადაგზავნია ლუგარის კვლევით ცენტრში.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები თავდაუზოგავად მუშაობენ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად ბოლნისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ვეწვიეთ და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადეთ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისში აქტიურად მუშაობს ცხელების ცენტრი, რომელშიც ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრში მედიკოსები პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევას ადგილზე უტარებენ.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სოფელი ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა და გამოცხადდა მკაცრ საკარანტინო ზონად. მუნიციპალურ სამსახურებს სოფელში სურსათი და საჭირო მედიკამენტები სისტემატიურად შეაქვთ. სოფლის მაცხოვრებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ პენსიები ადგილზე აიღონ.
ჩვენი სამართადამცავები აქტიურად ახორციელებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების აღსრულების კონტროლს, კომენდანტის საათის პერიოდში კი კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. პოლიციელები ურჩ მოქალაქეებს, რომლებიც წესებს არღვევენ, 3000 ლარის ოდენობით აჯარიმებენ.
მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები და კერძო პირები მიერ შემოწირული სურსათი სულ 3000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს დაურიგდა. აღნიშნული აქცია კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტი საჭიროებისამებრ ყველას დროულად დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ სურსათის მარაგის კონტროლს და რაიმე დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში ცენტრალურ მთავრობასთან კორდინაციული თანამშრომლობის შედეგად ამ პრობლემის მოგვარება ხდება.
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებეში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღბის 1300 აღსაზრდელს ერთი თვის საკვები პროდუქტები დავურიგეთ. აქვე ავღნიშნავ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში ხელმისაწვდომია, გარდა ამისა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პიბადეები სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს უკვე დაურიგდა.
აქტიურად მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იმ მოქალაქეების გაყვანა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულები არიან და კარანტინის გამოცხადებისას აქ მოუწიათ ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვენებ სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით და მათ ნებისმიერ პრობლემაზე სხვადასხვა სამსახური დროულ რეაგირებას ახდენს.
მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე დაიწყო იმ პირების ბაზის შექმნა, ვისი სოციალური მდგომარეობაც საგანგებო მდგომარეობის გამო გაუარსედა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას კორონავირსუსის სიმპტომების, მისგან თავის დაცვისა და საკარანტინე წესების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში ორ ენაზე აზერბაიჯანულად და სოხმურად ხდება"-აცხადებს მერი.
ცენტრალური მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რათა კორონავირუსს ეფექტურად გავუმკლავდეთ.