გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიმიტრი ხუნდაძე: ეს უკვე სიგნალია

14-04-2020

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პირველ არხზე, „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ეპიდვითარებასთან მიმართებაში ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე ისაუბრა და ყურადღება რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.

„საქმე გვაქვს პანდემიასთან, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და საქართველოც არის ამ საერთო ეპიდემიის შემადგენელი, თუმცა ჩვენთან ამ ეტაპზე, სურათი შედარებით ნაკლები სიმძიმისაა. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ბოლო 24 საათის მაჩვენებელი, როდესაც მკვეთრად, 30 ერთეულით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს უკვე არის სიგნალი იმისა, რომ მივადექით უკვე კრიზისულ ფაზას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ კი ინფიცირებულთა მოჭარბებული რაოდენობა იქნება, ჰოსპიტალური სექტორი იყოს მზად. მე როდესაც ვსაუბრობ, რომ არის გარკვეული კლინიკები, სადაც შეინიშნება ხარვეზები, მე და ჩვენი გუნდი ვითხოვთ მაღალ მზაობას, იმიტომ რომ აქ შეღავათები ვერ იქნება.

ამ კუთხით დედაქალაქი და რეგიონალური ცენტრები უფრო მზად არის, ვიდრე პერიფერიები. ჩვენ ერთი კვირაა დავდივართ რეგიონებში და მონიტორინგს ვახორციელებთ და ვახდენთ ხარვეზების იდენტიფიცირებას. ასევე ადგილებზე გავცემთ რეკომენდაციებს და ხარვეზების აღმოფხვრაში ვეხმარებით, რათა ჰოსპიტალური სექტორი ყველაზე მძიმე სცენარისთვის იყოს მზად“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძემ რისკ ფაქტორებზეც ისაუბრა და ამ კუთხით სამი მიმართულება გამოყო. ეს არის ხანდაზმულ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის 20%-ს შეადგენს, ქრონიკული და თანმხვედრი დაავადებების მაღალი მაჩვენებელი და არასახარბიელო დემოგრაფიული მაჩვენებელი ანუ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის სიმცირე.

„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ შემდეგ დღეებს. ყველა შემდგომი ფაზა დამოკიდებულია წინა ფაზაზე და ჩვენ შეკავების და პრეკრიზისული ფაზა გავიარეთ სწორად, ამიტომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ეპიდვითარება სახარბიელოა, მაგრამ დაბალი პასუხისმგებლობით და რეკომენდაციების არ შესრულებით ჩვენ კრიზისული ფაზა შესაძლოა იმდენად დავამძიმოთ, რომ მთელი ეს შრომა წყალში ჩაიყაროს და კატასტროფული შედეგი, ამიტომ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, თავი შევიკავოთ კონცენტრაციისგან და პირიქით, ვიყოთ დაშორიშორებულ მდგომარეობაში. თუ ჩვენ საზოგადოებას არ ექნება ადექვატური რეაქცია და ნახტომისეულ ზრდას მივიღებთ მაშინ შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაუძლოს ამ დატვირთვას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონებში, სოფლის ამბულატორიებში პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და სოფლის ექიმების მომზადების დონეზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პერიოდულად ხდება რეკომენდაციების გაცემა, რათა ტრენინგები გაძლიერდეს და პნევმონიის დადასტურების შემთხვევაში აუცილებლად მოხდეს პაციენტების ტესტირება. ასევე უშუალოდ მედპერსონალის მიერ მოხდეს უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება, რათა მკურნალობის პროცესში არ მოხდეს მათი დაინფიცირება.​