გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლაშა ნაცვლიშვილი: სამედიცინო თვალსაზრისით კორონავირუსი პანდემიაა, მაგრამ პოლიტიკურად შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს

15-04-2020

სამედიცინო თვალსაზრისით კორონავირუსი პანდემიაა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„სამედიცინო თვალსაზრისით კორონავირუსი პანდემიაა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ვაქცინა აღმოჩნდეს. ნახეთ მათი ძალისხმევა, როგორ იქცევიან. ახლა ან მათ დაკარგეს გონი, ან ჩვენ აგვეხილა თვალი. ისინი სულ ასეთები იყვნენ. ისინი ძალადობდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ძალადობრივი ინსტრუმენტების წართმევის შემდეგ ისინი ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. ყალბი არაფერი იყიდება, ნამდვილი უნდა იყოს ექიმიც, საფრთხეც, დაცვაც, სიტყვაც და პასუხიც. ის სიტყვები მახსენდება - დუდუკში ვიყურები და არაფერი ჩანსო, ჭოგრიტში ვუბერავ და ხმას არ გამოსცემსო. აი, ამ დღეში არიან, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა მოვდუნდეთ. ერთი სული აქვთ, რომ ხელისუფლებამ დრამატული შეცდომა დაუშვას, თუნდაც ეკლესიასთან მიმართებაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.