15-04-2020
კომენდანტის საათის პარალელურად, ზუგდიდის ცენტრში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ, ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. მაღაზია საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილი იყო.
შსს-ს ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობის ჩადენას სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით.